Thumbnail
  • ახალი ზელანდია 96:17 იტალია
  • ამ მატჩის წინ, ასეთ ანგარიშს, ალბათ, არავინ ელოდა

ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრები იტალიასთან მსოფლიო თასის მატჩში აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა, იმ ანგარიშს, რომელიც საბოლოოდ დაფიქსირდა, ალბათ, არავინ ელოდა.

ლიონში გამართულ შეხვედრაში ოლ ბლექსმა მეტოქე 14-ჯერ დაალელოვა, საიდანაც 13 იქნა გარდასახული და იტალიელთათვის კატასტროფული სხვაობაც მივიღეთ – 96:17.

ზელანდიელთაგან 3 ლელო აარონ სმითმა დადო, 2-2 ლელო კი ვილიამ ჯორდანმა, არდი სავეამ და დენ ქოულსმა მიითვალეს. რიჩი მოუნგამ 9 გარდასახვა გაიტანა, დამიან მაკკენზიმ კი – 4.

ამგვარად, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, A ჯგუფში ლიდერობას საფრანგეთი ინარჩუნებს 13 ქულით, შემდეგ ახალი ზელანდია და იტალია მოდიან 10-10 ქულით, ურუგვაის 5 ქულა აქვს, ნამიბია კი უქულოდაა.

5 ოქტომბერს ახალი ზელანდია ურუგვაის შეხვდება, საფრანგეთი კი – იტალიას. დღეს მსოფლიო თასზე 3 მატჩია დაგეგმილი: 17:00 არგენტინა-ჩილე, 19:45 ფიჯი-საქართველო, 23:00 შოტლანდია-რუმინეთი.

კომენტარები

ბოლო ამბები