Thumbnail

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი კაპუანომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის და ხელფასის შესახებ საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება ფეხბურთელს ხელფასი 3-ჯერ გაუზარდონ მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა... კაპუანოს აზრით, ეს ნაპოლის გულშემატკივრებმაც უნდა გააცნობიერონ:

"არ მჯერა, რომ კვარაცხელიასა და ოსიმენზე გავლენას კონტრაქტის პირობების საკითხი ახდენდეს. მიუხედავად გაცუდებული პენალტისა, ბოლონიაში ოსიმენი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ხოლო კვარას ჩავარდნა ჯერ კიდევ გასული სეზონის შუაში დაეწყო. ამასთან ერთად, კლუბს სრული უფლება აქვს, კონტრაქტის პირობების გაუმჯობესების დრო თვითონ დააწესოს. არ შეიძლება ფეხბურთელის ხელფასის გასამმაგება კარგად ჩატარებული ნახევარი სეზონისთვის... სწორია, რომ ნაპოლი ჯერ კიდევ მსჯელობს, სწორედ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება გულშემატკივრებმაც, რომლებიც ზეწოლას ახდენენ კლუბზე, რათა თავიანთი კუმირები არ დაკარგონ", - აღნიშნა კაპუანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია წლიური 1.2 მილიონი ევროს ხელფასით ნაპოლიში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მედია კონტრაქტის განახლებისა და ხელფასის მატების შესახებ დიდი ხანია წერს, ჯერჯერობით, ოფიციალურად ეს ცნობა არ დადასტურებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები