Thumbnail

ბარსელონას რაფინია გამოაკლდა - ბრაზილიელის დაბრუნების სავარაუდო დრო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 26 წლის შემტევმა ტრავმა სევილიასთან ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩში მიიღო
  • ბრაზილიელი კატალონიურ კლუბს პორტუსთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება

ბარსელონას ბრაზილიელი გარემარბი რაფინია გამოაკლდა. კატალონიური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 26 წლი ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის ორთავა კუნთის ტრავმა დაუდგინდა.

რაფინიამ დაზიანება სევილიასთან ლა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრის დროს მიიღო. ის პირველ ტაიმში შეცვალეს, მის ნაცვლად კი მოედანზე ფერმინ ლოპეს მარტინი გავიდა. ბარსელონამ ის თამაში სერხიო რამოსის ავტოგოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 მოიგო.

მედიის ვარაუდით, რაფინია ვერ შეძლებს თამაშს 4 ოქტომბერს გასამართ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, რომელშიც ჩავის გუნდი პორტუს დაუპირისპირდება და ვერც 8 ოქტომბერს, გრანადსთან ლა ლიგის მატჩში. წესით, ფეხბურთელი მოედანს სანაკრებო პაუზის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს. 

ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 თამაშში 20 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. ლიდერთა სამეულში არიან ჟირონა (19) და მადრიდის რეალი (18). 

კომენტარები

ბოლო ამბები