Thumbnail

სერია A-ს მე-7 ტურში ნაპოლიმ სტუმრად ლეჩე 4:0 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი საგოლე პასი გააკეთა.

მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ხვიჩა და ზამბო ანგისა თავის სათამაშო დონეს დაუბრუნდნენ:

...მატჩის შესახებ: "კარგად ვითამაშეთ, ძლიერად დავიწყეთ. ჩემმა სტაფმა კარგად იმუშავა, ბედნიერი ვარ, რომ ოსტიგორმა, რომელიც გუნდური სულის მქონე ფეხბურთელია, გოლი გაიტანა. ოსიმენს თავიდან არ უთამაშია, მაგრამ კარგად ჩაერთო და გოლიც გაიტანა, ბედნიერი ვარ გაეტანოს გამოც. ისიც კარგია, რომ გოლი არ გავუშვით".

...ფეხბურთელებზე: "ყველა ფეხბურთელი უბრუნდება თავის საუკეთესო დონეს, მაგალითად, ანგისა და კვარა, ისინი უკვე 3 თამაშია დაუბრუნდნენ თავის დონეს და ეს გუნდს ეხმარება სტაბილურობაში. კმაყოფილი ვარ ბიჭებით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გზაში რამდენიმე ქულა დავკარგოთ, ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ".

...რეალთან მომდევნო თამაშზე: "რეალთან მატჩისთვის მოსამზადებლად 3 დღე გვაქვს, კარგია, რომ ტრავმები არ არის, ახლა მთავარია ენერგია აღვიდგინოთ, რათა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე მაქსიმუმი გავიღოთ".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით 7 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

ნაპოლი სერია A-ში 14 ქულით ამ წუთისთვის მე-3 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 8 ოქტომბერს, ფლორენციის ფიორენტინას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები