- ეტიენ ვაესენი ბრობის შეეჯახა და გონება დაკარგა, მან კისრის სერიოზული დაზიანება მიიღო
- კლუბის ოფიციალური განცხადებით, ვაესენი გონზე მოვიდა და გამოკვლევებს უტარებენ
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-7 ტურში ვაალვიკი აიაქსს საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა. 84-ე წუთზე ანგარიში 2:3 იყო, როდესაც აიაქსის შემტევი ბრობი ვაალვიკის მეკარეს ეტიენ ვაესენს შეეჯახა, რის შემდეგაც მასპინძელთა მეკარე გაითიშა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
ნიდერლანდურმა მედიაში განსხვავებული ინფორმაციები გავრცელდა, თუმცა მატჩის შეწყვეტიდან ორ საათში ვაალვიკმა ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
''ვაალვიკის ძვირფასო ქომაგებო, შოკირებული ვართ მოედანზე მომხდარი ინციდენტით. სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის შემდეგ, ეტიენ ვაესენი გონზეა და ის საავადმყოფოში მკურნალობს. მას გამოკვლევებს უტარებენ. ეტიენს ვუსურვებთ დიდ ძალას. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაგვიბრუნდება'', - წერს ვაალვიკის ოფიციალური გვერდი.
იმედი გვაქვს, რომ ვაალვიკის მეკარე მალე გამოჯანმრთელდება. ეტიენ ვაესენი 28 წლისაა და მთელი კარიერა ვაალვიკში აქვს გატარებული.
კომენტარები