Thumbnail
  • ეკატერინე გორგოძემ სანტა მარგერიტა დი პულაში წყვილებს შორის ტურნირი მოიგო
  • მან გერმანელ მეწყვილესთან ერთად 3 რაუნდი მოიგო და ტიტულს დაეუფლა

31 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში  საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშების ფინალი მოიგო.

გორგოძე და გერმანელი კატარინა ჰობგარსკი FORTEVILLAGE ITF TROPHY-ში პირველი განთესვით ჩაებნენ და ფავორიტთა სტატუსიც გაამართლეს. გორგოძემა და ჰობგარსკიმ მეოთხედფინალში შვეიცარიელი კოზაკოვა და სლოვაკი ვარგოვა 7:5, 6:3 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი იტალიელ კოლმენასა და გერმანელ კლასენს 6:2, 6:3 სძლიეს.

ფინალში ქართველი და გერმანელი ჩოგბურთელები მე-3 განთესვის მქონე ესპანურ-იტალიურ წყვილს (კავალე-რეიმერსი/ძანტედესკი) შეხვდნენ და ორ სეტში გაიმარჯვეს - 6:2, 6:4.

ცნობისთვის, ბოლოს (მიმდინარე წლის აგვისტოში) გორგოძემ ვროცლავის ღია პირველობა მოიგო (ისიც წყვილებში). მის აქტივში ITF-ის 51 ტიტულია, აქედან 33 წყვილთა თანრიგში. სულ კი ეკატერინეს ანგარიშზე 57 ტიტულია (2 WTA-ს ეგიდით, 4 WTA-ს ჩელენჯერზე).

კომენტარები

ბოლო ამბები