Thumbnail

ჯერომ ბოატენგი მიუნხენის ბაიერნში ბრუნდება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ჯერომ ბოატენგი ბაიერნთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა
  • 35 წლის მცველმა ბოლო ორი სეზონი ფრანგულ ლიონში გაატარა

35 წლის ჯერომ ბოატენგი მიუნხენის ბაიერნში ბრუნდება - აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Deutschland ავრცელებს და წერს, რომ ფეხბურთელმა კლუბში სამედიცინო შემოწმების ნაწილი უკვე გაიარა.

ბავარიელებს მცველის დამატება სურდათ, ვეტერან მცველს - ახალი კლუბი, ამიტომ შეთანხმების მიღწევა რთული არ ყოფილა. გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბაიერნთან კონტრაქტს უახლოეს ორ დღეში გააფორმებს.

ჯერ-ჯერობით, უცნობია, თუ რა ვადით დარჩება ბოატენგი "რეკორდმაისტერის" რიგებში - იანვრამდე თუ სეზონის ბოლომდე. ჯერომმა ზაფხულში მონაწილეობა ბაიერნის ლეგენდების მატჩში მიიღო, დღეს, კი ტომას ტუხელის გუნდის ვარჯიშზე მივა.

ფეხბურთელი ყველაზე ტიტულიანი გერმანული კლუბის რიგებში 2011-2021 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად 25 ტიტული მოიგო. ამის შემდეგ, 2 სეზონი ფრანგულ ლიონში გაატარა და მიმდინარე წლის ივნისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა. ჯერომ ბოატენგს გერმანიის ნაკრებში 76 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები