Thumbnail

მაურიციო სარი: ამ ბანდაზე საშინლად გაბრაზებული ვარ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მაურიციო სარიმ მილანთან მატჩის შემდეგ ბრაზი ვერ დამალა
  • ლაციოს მწვრთნელს თავისი გუნდის კალენდარი არ მოსწონს

სერია A-ს მე-7 ტურში ლაციომ მილანთან წააგო (0:2) და მიმდინარე სეზონში უკვე მე-4 მარცხი განიცადა.

რომაელთა მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი კი, კალენდრის გამო ძალიან ბრაზობს. როგორც მან თქვა, აქამდე არავის უთამაშია ზედიზედ 3-ჯერ სტუმრად ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც ნაპოლი, იუვენტუსი და მილანი არიან.

"ჩვენ სასიკვდილო კოქტეილის მსხვერპლი ვართ: არასდროს მინახავს ვინმეს ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი ნაპოლის, იუვენტუსის და მილანის წინააღმდეგ ჰქონდეს. საშინლად ვბრაზობ უეფაზე, ფიფაზე, Lega Serie A-ზე და მთელ ამ ბანდაზე. ისინი ბიჭებს სასაკლაოზე გზავნიან და არავინ ერევა. ფეხბურთი ასეთია: ფულს იღებ და ქრები, მთელი ეს ფული კი მხოლოდ 30-40-50 ფეხბურთელს ხმარდება", - თქვა სარიმ.

ლაციოს, რომელმაც გასულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა, მიმდინარე სეზონში ცუდი სტარტი აქვს და შვიდ ტურში მხოლოდ 7 ქულა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები