Thumbnail

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ ნაპოლის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულმა სპეციალისტმა ლეჩესთან თამაში შეაფასა, რომელიც ნეაპოლელებმა იოლად, 4:0 მოიგეს.

საკიმ ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ჩახუტებაზე გაამახვილა. შეგახსენებთ, რომ ქართველის პასით ნიგერიელმა გოლი გაიტანა.

"ნაპოლის მატჩს ყურადღებით ვუყურე, რადგან მინდოდა გამეგო რეალური იყო თუ არა ის დაძაბულობა, რომელიც ბოლო დროს კლუბის გარშემო არსებობდა. უნდა ვაღიარო, რომ აღტაცებული დავრჩი, ეს არის გუნდი, რომელიც ნელ-ნელა უბრუნდება გასული სეზონის დონეს. როტაციამ, რომელიც მადრიდის რეალთან მატჩზე იყო გათვლილი, იმუშავა. კვარაცხელიას და ოსიმენის ჩახუტება შესანიშნავი ჟესტი იყო, რომელიც მიანიშნებს, რომ გუნდი ერთიანია და სურს დიდ მიზნებს მიაღწიოს. ზოგადად, ნაპოლიმ პრესინგზე კარგად იმუშავა და თამაში ყოველთვის ხელში ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ითამაშებს თუ არა გარსიას გუნდი სპალეტის გუნდივით, ეს მხოლოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, თუ ისინი შეძლებენ ადამიანური ეგოიზმის გვერდზე გადადებას, ნამდვილად შეუძლიათ ხალხის გაოცება", - თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ სერია A-ს შვიდ ტურში 14 ქულა მოიპოვა, ლიდერებს, ინტერსა და მილანს კი 4 ქულით ჩამორჩება. რუდი გარსიას გუნდი 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები