Thumbnail
  • ლეო მესის ლუკა მოდრიჩის ინტერ მაიამიში ხილვა უნდა
  • ხორვატის სატრანსფერო ამბებზე პრედრაგ მიიატოვიჩმა ისაუბრა

მადრიდის რეალისა და იუგოსლავიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პრედრაგ მიიატოვიჩმა Carrusel-თან საუბარში განაცხადა, რომ ლიონელ მესის ინტერ მაიამიში ლუკა მოდრიჩთან ერთად თამაში სურს.

"ოქროს ბურთის" ხორვატი გამარჯვებული მადრიდის რეალში დიდი ხანი რომ აღარ დარჩება, საიდუმლო არავისთვისაა. ჟირონასთან მატჩში, კარიერის ესპანური ნაწილის 11-წლიან პერიოდში პირველად მოხდა, რომ ლუკამ ზედიზედ 2 შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

"გასულ ზაფხულში მოდრიჩს წინადადება MLS-ის ბევრი გუნდიდან ჰქონდა, მათ შორის ინტერ მაიამისგანაც. ლუკას დამატება არაბულ კლუბებსაც სურდათ, მაგრამ ის რეალში დარჩა. მასთან ერთად თამაში პირადად ლეო მესის უნდა. რამდენიმე დღის წინ დევიდ ბექჰემი მოდრიჩს ხორვატიაში შეხვდა და ერთად ისადილეს კიდეც," - თქვა მიიატოვიჩმა.

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი რეალში მათთვის განკუთვნილი როლით უკმაყოფილოები არიან. ორივე ფეხბურთელი თვლის, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუძლიათ.

38 წლის ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალში 2012 წელს ტოტენჰემ ჰოთსპურიდან გადავიდა. მას შემდეგ ხორვატმა “სამეფო კლუბის” მაისურით 495 შეხვედრა ჩაატარა. ხორვატმა რეალთან ერთად 23 ტიტული მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები