Thumbnail

'ჩვენს შორის ვერავინ ჩადგება!' - ოსიმენმა ნიგერიელ ფანებს მიმართა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ვიქტორ ოსიმენმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა
  • მან ნიგერიელ ფანებს ნაპოლის წინააღმდეგ კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ვიქტორ ოსიმენი თავისი თანამემამულეების საქციელს გამოეხმაურა, რომლებიც ბოლო დღეებში ნაპოლის სოციალური ქსელის გვერდებზე კომენტარებს სისტემატურად წერენ და ნაპოლის რასიზმში ადანაშაულებენ.

ოსიმენმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ მას ძალიან უყვარს ნეაპოლელი ხალხი და მათ შორის ჩადგომის უფლებას არავის მისცემს. ამგვარად, ვიქტორმა ნიგერიელ გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ ეს ერთგვარი კამპანია, რომელიც კლუბის წინააღმდეგაა მიმართული, შეწყვიტონ:

"2020 წელს ნაპოლიში გადასვლა დიდებული გადაწყვეტილება იყო, ნეაპოლელებმა ჩემს მიმართ იმხელა სიყვარული და სითბო გამოავლინეს, ჩვენს შორის არავის ჩადგომას დავუშვებ. ნეაპოლელი ხალხის ვნება ამწვავებს ჩემში ცეცხლს, რომ ყოველთვის სულით და გულით ვითამაშო, ხოლო მაისურის სიყვარული ურყევია, რადგან მას სიამაყით ვიცვამ.

ნეაპოლელი ხალხის მიმართ ბრალდებები ყალბია, ბევრი ნეაპოლელი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემი ოჯახის და ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდნენ. ვაფასებ ნიგერიელებს და ყველას, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა, დიდი მადლობა, სამუდამოდ მადლობელი ვიქნები".

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი დაიწყო ნაპოლის TikTok-ში გავრცელებული ვიდეოთი, რასაც ოსიმენის აგენტის მხრიდან მწვავე განცხადება და სასამართლოში ჩივილის მუქარა მოჰყვა. თუმცა, როგორც ჩანს, მხარეებს შორის, სიტუაცია ნელ-ნელა სტაბილურდება.

კომენტარები

ბოლო ამბები