- მაგიდის დერბის ახალი სეზონი ძალიან მაგარი მატჩით დაიწყო
- ჯუბას და მინას შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა
მაშ ასე: მაგიდის დერბის ახალი სეზონი დაიწყო! მეტი მონაწილე, მეტი პრიზი და განახლებული სისტემა.
სანამ პირველი ფაზის პირველ შეხვედრაზე გადავალთ, რომელიც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, ახალ ფორმატზე მოკლედ გეტყვით.
ახალ სეზონში “მაგიდის დერბი” 2 ნაწილად ჩატარდება. თითოეულ ნაწილს 8-8 მონაწილე ეყოლება, რომლებიც პლეი ოფის სისტემით მივლენ ფინალამდე. პირველი ტურნირი ახალ წლამდე დასრულდება, მეორე კი ახალი წლის შემდეგ გაიმართება. "ევროპოპის" სტუდიას ორივე ტურნირის გამარჯვებული "ვესპას" ახალი სკუტერით დატოვებს. მერე კი გველოდება სუპერფინალი გამარჯვებულებს შორის, რომლის ტრიუმფატორიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 2-კაციან საგზურს მოიგებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქ საქართველოს ნაკრების თამაშს დაესწრება.
გასული სეზონისგან განსხვავებით, განახლებულ მაგიდის დერბიში წესები ოდნავ შეიცვლება. ემატება ერთი რაუნდი, რომელსაც "პაპა კარლოს ყუთი" დავარქვით და თუ 4 რაუნდში გამარჯვებული არ გამოვლინდება, მაშინ "პენალტების სერია" დაინიშნება.
წილისყრის შედეგად, მეოთხედფინალში საინტერესო წყვილები მივიღეთ. პირველი შეხვედრა მაგიდის დერბის ვიცე-ჩემპიონის, დავით მინაშვილისა და Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრის, ჯუბა გრიგოლიას შორის გაიმართა, რომელიც დრამატულად წარიმართა და საბოლოო ჯამში, დავით მინაშვილის ქამბექითა და გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
კომენტარები