Thumbnail

საბა ლობჟანიძე ატლანტას თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საბა ლობჟანიძეს ატლანტაში პირველი ჯილდო ერგო
  • ქართველმა ფეხბურთელმა ამერიკული კარიერა იდეალურად დაიწყო

საბა ლობჟანიძე ატლანტა იუნაიტედში სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ქართველი ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს შესანიშნავად მოერგო და გასულ თვეში ოთხ მატჩში თავი 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა. ამგვარად, მან გუნდში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაიმსახურა.

მთლიანობაში საბა ლობჟანიძეს ატლანტას მაისურით 6 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 3 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები