- საქართველოს ნაკრებმა სამოას წარუმატებლობით იხეირა
- ქართველ მორაგბეებს მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი უელსთან ელით
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო თასზე კიდევ ერთი მატჩი წააგო, თუმცა, სხვა თამაშების შედეგებიდან გამომდინარე, მსოფლიო რეიტინგში წინსვლა მაინც მოახერხა.

ბორჯღალოსნებმა სამოას ნაკრების წარუმატებლობით ისარგებლეს. კუნძულელებმა იაპონიასთან 22:28 წააგეს, რის გამოც კლასიფიკაციაში 2.24 ქულა დაკარგეს და მე-12-დან მე-14 ადგილზე გადაინაცვლეს.
შესაბამისად, თითო საფეხურით დაწინაურდნენ და მე-12 და მე-13 პოზიციებზე დამკვიდრდნენ იაპონია და საქართველო. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსნები ფიჯისთან 12:17 დამარცხდნენ და რეიტინგში 0.50 ქულა დაკარგეს.
რეიტინგის სათავეში ცვილებები არ მომხდარა. პირველი ირლანდიის ნაკრებია 93.79 ქულით, რომელსაც კვალში მსოფლიო თასის მასპინძელი საფრანგეთი (90.59) და მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა (89.70) მოდიან.
საქართველოს ნაკრები მიმდინარე ტურნირზე დასკვნით მატჩს 7 ოქტომბერს ნანტში უელსთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები იტალიას, იაპონიასა და სამოას გაუსწრებენ და მე-11 საფეხურზე დამკვიდრდებიან.
მსოფლიო თასი 2023
მე-4 ტური
ურუგვაი – ნამიბია 36:26
იაპონია – სამოა 28:22
ახალი ზელანდია – იტალია 96:17
არგენტინა – ჩილე 59:5
ფიჯი – საქართველო 17:12
შოტლანდია – რუმინეთი 84:0
ავსტრალია – პორტუგალია 34:14
სამხრეთ აფრიკა – ტონგა 49:18
მე-5 ტური
ახალი ზელანდია – ურუგვაი
საფრანგეთი – იტალია
უელსი – საქართველო
ინგლისი – სამოა
ირლანდია – შოტლანდია
იაპონია – არგენტინა
ტონგა – რუმინეთი
ფიჯი – პორტუგალია
კომენტარები