Thumbnail

ბასილაშვილი რეიტინგში ვარდნას განაგრძობს და უკვე ოთხასეულის ბოლოშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ს კლასიფიკაციაში კიდევ 39 ადგილი დაკარგა
  • მან ივნისში იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და მას მერე კორტზე არ გამოჩენილა

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც კორტზე ბოლოს მაისის მიწურულს გამოჩნდა, შემდეგ კი, ტრავმის გამო არ უთამაშია, ATP-ს რეიტინგში კატასტროფულ ვარდნას განაგრძობს.

დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში ნიკამ კიდევ 39 ადგილი დაკარგა და 121 ქულით ოთხასეულის ბოლოში, კონკრეტულად კი, 396-ე ადგილზე იმყოფება.

ბასილაშვილს ამაზე უარესი მაჩვენებელი უკვე შორეულ 2014 წლის იანვარში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს 443-ე ჩოგანი იყო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკასთვის საუკეთესო მაჩვენებელია რეიტინგის მე-16 პოზიცია გახლდათ.

ბასილაშვილის ზედიზედ 8 მატჩი ჰქონდა წაგებული, როდესაც ივნისის დასაწყისში მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და მას მერე ჩოგბურთი აღარ უთამაშია. თუ როდის დაუბრუნდება ქართველი სპორტსმენი კორტს, ჯერჯერობით, უცნობია.

სხვათა შორის, ნიკას რეიტინგში უკვე ძალიანაც აღარ ჩამორჩება საბა ფურცელაძე, რომელმაც დევისის თასზე საკმაოდ კარგი თამაშით გამოიჩინა თავი. მის ანგარიშზე ზუსტად 10 ქულაა და ეს კლასიფიკაციაში 445-ე ადგილს უდრის. აღნიშნული შედეგი, საბას პირად რეკორდს მხოლოდ 21 პოზიციით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები