- საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ბილეთების გაყიდვა დაიწყო
- ეროვნული გუნდი ტაილანდს და კვიპროსს შეხვდება, U21 კი ნიდერლანდებს და შვედეთს
საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე ორ საშინაო მატჩს გამართავს - ტაილანდის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას, ხოლო შემდეგ კვიპროსთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ითამაშებს.
ორივე მატჩი თბილისში გაიმართება და ორივე "მიხეილ მესხზე". საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ (TKT.GE-ზე) დღეიდან დაიწყო.
საქართველო V ტაილანდი - 12 ოქტომბერი, 20:00 საათი (თბილისი, მიხეილ მესხი)
ბილეთის ფასი: 10, 20 და 30 ლარი
საქართველო V კვიპროსი - 15 ოქტომბერი, 17:00 საათი (თბილისი, მიხეილ მესხი)
ბილეთის ფასი: 10, 30 და 50 ლარი
ეროვნული ნაკრების გარდა, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ბათუმში ნიდერლანდებისა და შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს უმასპინძლებს.
საქართველო V ნიდერლანდები - 12 ოქტომბერი, 18:00 საათი (ბათუმი)
ბილეთის ფასი: 10 და 15 ლარი
საქართველო V შვედეთი - 17 ოქტომბერი, 19:00 საათი (ბათუმი)
ბილეთის ფასი: 10 და 15 ლარი
ოქტომბერში ასევე ითამაშებს საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მესამე მატჩს 7 ოქტომბერს გამართავს. თბილისის სპორტის სასახლეში ჩვენი გუნდი ფინეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველო V ფინეთი - 7 ოქტომბერი, 19:00 საათი
ბილეთის ფასი: 5 ლარი
კომენტარები