- 📅 7 ოქტომბერი | ⌚ 17:00 | 🏟 ნანტი | 🏉 უელსი V საქართველო | 📺 I არხი
- მეტოქე პლეი ოფში უკვე გასულია, თუმცა, უძლიერესი რაზმი შეკრიბა
- 'მთავარია, 15 მორაგბე შევკრიბოთ' - უორსლი უელსთან მატჩზე
უელსის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა შემადგენლობა დაასახელა საქართველოსთან მატჩისთვის, რომელიც მომავალ შაბათს არის დაგეგმილი.
საინტერესოა, რომ შემადგენლობის გამოცხადებისთვის დედლაინი ხუთშაბათს გადიოდა, თუმცა, ზელანდიელმა სპეციალისტმა დაცდა არ ისურვა და ბორჯღალოსნების წინააღმდეგ ფაქტობრივად უძლიერესი რაზმით თამაშს გეგმავს.
“დრაკონების” შემადგენლობაში, ავსტრალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ 6 ცვლილებაა. ჯეკ მორგანის არყოფნაში, კაპიტანი კვაჭი დევი ლეიკი იქნება, მგეზავად კი გარეთ ენსკომბი მოგვევლინება, რომელიც ტრავმირებულ დენ ბიგარს შეცვლის.

უელსელთა რიგებში 6 ისეთი მორაგბეა, რომელთაც შარშან კარდიფში საქართველოსთან წაგებულ შეხვედრაში ითამაშეს: გარეთ თომასი, ჯორჯ ნორსი, ტომოს ვილიამსი, ტაულუპე ფალეტაუ, დაფიდ ჯენკინსი და ლუის რის-ზამიტი.
ცნობისთვის, ნორსი მსოფლიო თასზე მე-19-ედ ითამაშებს და ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ გეტინ ჯენკინსს (21) ჩამორჩება. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მელელოვე იყო 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსთან მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 43:14 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 7 ოქტომბერს ნანტშია დაგეგმილი. ამ დროისთვის, C ჯგუფს უელსელები 14 ქულით ლიდერობენ, შემდეგ კი, ავსტრალია (11), ფიჯი (10), საქართველო (3) და პორტუგალია (2) მოდიან. შესაბამისად, ბორჯღალოსნებს პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც აღარ გააჩნიათ.
უელსი საქართველოსთან
15. ლიამ ვილიამსი, 14. ლუის რის-ზამიტი, 13. ჯორჯ ნორსი, 12. ნიკ ტომპკინსი, 11. რიო დაიერი, 10. გარეთ ენსკომბი, 9. ტომოს ვილიამსი; 1. გარეთ თომასი, 2. დევი ლეიკი (კაპ.), 3. ტომას ფრენსისი, 4. ვილ როულენდსი, 5. დეფიდ ჯენკინსი, 6. აარონ ვეინრაითი, 7. ტომი რეფელი, 7. ტაულუპე ფალეტაუ.
სათადარიგოები: 16. ელიოტ დი, 17. ნიკი სმითი, 18. ჰენრი თომასი, 19. კრისტ ციუნზა, 20. ტაინე ბეშემი, 21. გარეთ დევისი, 22. სემ კოსტელოუ, 23. მეისონ გრეიდი.
კომენტარები