Thumbnail
  • მასიმო ამბროზინის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიაზე დისკუსია არ შეიძლება
  • მილანის ექს-კაპიტანმა იტალიელმა ნაპოლისა და რეალის მატჩზეც ისაუბრა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის შესახებ ისაუბრა. როგორც მილანის ყოფილმა ნახევარმცველმა აღნიშნა, არ შეიძლება კვარასნაირი ფენომენის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა.

...კვარაცხელიაზე: "ხვიჩა ფენომენია. მილანთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ გააკრიტიკეს, მაგრამ ერთადერთი იყო, ვინც ინდომებდა და რაღაცის შექმნას ცდილობდა. არ შეიძლება, რომ ასეთ ფეხბურთელზე ეჭვები არსებობდეს. მიმდინარე სეზონში ერთადერთი ნეგატიური ასპექტი ლინდსტრომია, რადგან ჯერ ვერ მოერგო იტალიურ ფეხბურთს".

...ნაპოლიზე: "ნაპოლი ძლიერი გუნდია, ამიტომაც მოიგო "სკუდეტო" ძალიან დამსახურებულად. ახალ სეზონში ჰქონდათ გარკვეული სიძნელეები, მაგრამ ახლა ფორმას იბრუნებენ. ასევე დრო დასჭირდა რუდი გარსიას ახალ იდეებთან შეგუებას".

...რეალთან მატჩზე: "შარშან სტადიონზე ვიყავი, როდესაც ნაპოლიმ ლივერპული გაანადგურა. ნეაპოლელებმა პატივი უნდა სცენ მადრიდის რეალს, მაგრამ არ უნდა შეეშინდეთ, რადგან მათ აჩვენეს, რომ ყველას წინააღმდეგ თამაში შეუძლიათ".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით 7 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

ნაპოლი სერია A-ში 14 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 8 ოქტომბერს, ფლორენციის ფიორენტინას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები