- 📅 7 ოქტომბერი | ⌚ 17:00 | 🏟 ნანტი | 🏉 უელსი V საქართველო | 📺 I არხი
- უელსის ნაკრების დაცვის მწვრთნელი მაიკ ფორშოუ საქართველოსთან მატჩზე
- უელსმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა ნაადრევად დაასახელა
უელსის ნაკრების დაცვის მწვრთნელი მაიკ ფორშოუ უელსის რაგბის კავშირის საიტთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებთან მომდევნო დაპირისპირებაზე საუბრობს. 7 ოქტომბერს ლევან მაისაშვილის გუნდი ნანტში მსოფლიოს თასის ბოლო მატჩს გამართავს, მეტოქე სწორედ უელსია, რომელმაც ¼ ფინალი უკვე გაინაღდა. მიუხედავად ამისა, "დრაკონების" თავკაცმა უორენ გეტლანდმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა.
მაიკ ფორშოუ (უელსის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი): "როგორც პორტუგალია, საქართველოც შესაძლებელია იყო საშიში, რადგან ეს გუნდიც კარგად ათამაშებს ბურთს. მათ ძალიან კარგი ფულბეკი ჰყავთ და ტრადიციულად ძლიერი ფორვარდები. ასე რომ, მნიშვნელოვანი იქნება, როგორ გავუმკლავდებით მათ. ერთი რამ ცხადია, მათი დაუფასებლობა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია.
საქართველოს წინააღმდეგ ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც წინა თამაშებში. ბიჭები ბევრს შრომობენ და ბრწყინვალე ფორმაში არიან".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ჯერჯერობით, მოგების გარეშეა და 3 ქულით ბოლოსწინა მე-4 პოზიციაზეა ჯგუფში. უელსმა სამივე დაპირისპირება მოიგო და ნაადრევად გაინაღდა პლეი ოფი.
კომენტარები