Thumbnail

ტორინო სერია A-ს მე-7 ტურში ვერონას საკუთარ მოედანზე უგოლოდ დაუზავდა (0:0). არ გაუმართლა საბა საზონოვს, რომელმაც მოედანზე 26 წუთი გაატარა, მაგრამ ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.

მატჩის შემდეგ საბაზე კომენტარი ტურინული კლუბის პრეზიდენტმა ურბანო კაირომ გააკეთა, რომლის თქმით, საზონოვის თამაში ძალიან მოეწონა.

"რა თქმა უნდა, ბონჯორნო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ საზონოვი დღეს, სანამ მოედანზე იყო, ძალიან მომეწონა, ისევე როგორც რომში, ლაციოსთან. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა, დერბიმდე გამოჯანმრთელებას", - აღნიშნა კაირომ.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა ტორინოს რიგებში 2 მატჩი ჩაატარა. "გრანატა" მომდევნო მატჩს 7 ოქტომბერს, სტუმრად იუვენტუსთან გამართავს. მიიღებს თუ არა, ტურინულ დერბიში მონაწილეობას 21 წლის ქართველი მცველი მოგვიანებით გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები