Thumbnail
  • ფულემი 0:2 ჩელსი
  • 100 მილიონად გადასულმა მუდრიკმა დებიუტიდან 255 დღის მერე გაიტანა

22 წლის უკრაინელმა შემტევმა მიხაილო მუდრიკმა, რომელიც ლონდონის ჩელსიში €100 მილიონად (70+ბონუსები) გადავიდა, ლონდონური კლუბის მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა. არადა, მუდრიკმა ჩელსიში პირველად ჯერ კიდევ იანვარში ითამაშა. და აი, მისთვის 24-ე მატჩში, 22-ე ცდით (დარტყმა კარში) უკრაინელმა ფორვარდმა ფულემის კარი პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში აიღო, რომელიც ჩელსიმ სტუმრად დერბიში 2:0 მოიგო.

სხვათა შორის, წუთ-ნახევარში მუდრიკის ლამაზ გოლს ალბანელი არმანდო ბროიას გოლიც მოჰყვა, მაშინ როცა, მუდრიკის გოლამდე ჩელსის ზედიზედ 47 დარტყმა გაუცუდდა კარში. ჩელსიმ სამმატჩიანი უგოლო სერია დაასრულა. 

ეს ჩელსის მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო სეზონში, პოჩეტინოს გუნდი 8 ქულით ისევ ცხრილის მეორე ნახევარშია, ფულემსაც 8 ქულა დარჩა. მომდევნო ტურში ჩელსი ბარნლის ესტუმრება, ეს შეხვედრა 7 ოქტომბერს გაიმართება. ფულემის მომდევნო მეტოქე კი აუტსაიდერი შეფილდია.  

ფულემი 0:2 ჩელსი

გოლები: 0:1 მუდრიკი (18. კოლვილის პასით), 0:2 ბროია (19)

კომენტარები

ბოლო ამბები