Thumbnail
  • რეგულარული სეზონის დასრულებამდე ატლანტას 3 მატჩი აქვს დარჩენილი
  • ახალი ფეხბურთელების ადაპტაციაზე კლუბის კაპიტანმაც ილაპარაკა

საქართველოს ნაკრების ვინგერი, საბა ლობჟანიძე ატლანტა იუნაიტედში ძალიან კარგად თამაშობს და ცოტა ხნის წინ ის გუნდის თვის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. ამერიკული გუნდის შემადგენლობაში მან 6 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა და ამდენივე ასისტიც შეასრულა.

რაც შეეხება ატლანტა იუნაიტედს, გონსალო პინედას გუნდი MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 თამაში აქვს დარჩენილი. კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ახალი ფეხბურთელების ადაპტაციაზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ლობჟანიძისა და გუნდის კაპიტნის, ბრედ გუზანის კომენტარებიცაა.

"აშკარაა როგორ გამოიყურება სინქრონში ატლანტა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ახალმა ფეხბურთელებმა გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშეს. საბა ლობჟანიძემ, ტრისტან მუიუმბამ და შანდე სილვამ 7 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხეს.

 "ეს ამაღელვებელია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. აქამდე ვთქვი, კონკურენცია მიყვარს და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით, შესაბამისად, ეს დიდებული გრძნობაა", - აღნიშნა ლობჟანიძემ.

მოედანზე გუნდური თამაში სტადიონის გარედან იწყება. ლობჟანიძემ განმარტა, რომ ყველა, დაწყებული მოთამაშეებიდან და მწვრთნელებიდან, ატლანტას სამზარეულოსა და სამწვრთნელო სტაფის ჩათვლით, მას ახალ გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარა. პინედამაც კი აღნიშნა, რომ გუნდი ვარჯიშის დროს ბედნიერია.

საბა ატლანტა იუნაიტედის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გუზანმა აღნიშნა, რომ გუნდმა და განსაკუთრებით მან, როგორც კაპიტანმა, იცის, რომ ახალი თანაგუნდელებისთვის კომფორტის შექმნა, მოედანზე ერთიანობისთვის მთავარია: "ჩვენ, როგორც გუნდი, ვეხმარებით მათ მოედანს მიღმა. დარწმუნებით უნდა იცოდე, რომ ისინი კომფორტულად არიან და მოედნის მიღმაც თავს გუნდის ნაწილად გრძნობენ. ამის გაკეთება მათ შეძლეს", - აღნიშნა გუზანმა."

შემდეგ შეხვედრას ატლანტა იუნაიტედი 5 ოქტომბერს, სტუმრად ფილადელფია უნიონის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები