- ირმა ხეცურიანმა პარაფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
- ხმლით ფარიკაობაში დღეს კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს
იტალიის ქალაქ ტერნიში დღეს სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა პარამოფარიკავეთა შორის, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ დისციპლინაში, ხმალსა და რაპირაში გამოდიან.
ხეცურიანმა ხმლით ასპარეზობაში საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ირმამ გერმანელი მოწინააღმდეგე 15:7 დაამარცხა.
დღესვე, ხმით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იასპარეზებენ.
კომენტარები