- ტორპედო 5:0 საბურთალო
- სტივ კინის გუნდი ევროზონას მიუახლოვდა
თბილისის საბურთალო ღრმა კრიზისშია და როგორც ჩანს, ჯერ ვერც მწვრთნელის შეცვლამ იმუშავა. ომარ თეთრაძემ პოსტი წინა ტურში დინამო თბილისთან წაგების შემდეგ დატოვა, ხოლო უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით თბილისელები ქუთაისში, ტორპედოსთან 0:5 დამარცხდნენ.
სტივ კინის გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო დარტყმა ფანტასტიკურად შეასრულა. შემდეგ სტუმართა მცველების შეცდომით გიორგი არაბიძემ ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ტაიმის მიწურულს არაბიძემ გოლს საგოლე პასი დაუმატა და ირაკლი ბუღრიძემ მატჩის ბედი პირველივე ტაიმშივე გადაწყვიტა.
მეორე ნახევარში ტორპედომ მეტოქის კარში გოლების გატანა განაგრძო. არაბიძემ პენალტი დაარტყა ზუსტად და დუბლი გაიფორმა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნიკოლა ნინკოვიჩმა ბოლო წუთზე დააფიქსირა.
ტორპედომ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 42 ქულა დააგროვა და ჯერაც მე-6 ადგილზე რჩება, მაგრამ ევროზონასთან ძალიან ახლოსაა, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება საბურთალოს, რომელიც ზედიზედ მე-4 მარცხის მიუხედავად (გოლიც ვერ გაიტანა ამ მატჩებში) მე-3 საფეხურს ინარჩუნებს. მომდევნო ტურში ტორპედო გორის დილას შეხვდება, საბურთალოს მეტოქე კი დინამო ბათუმი იქნება.
ტორპედო 5:0 საბურთალო
გოლები: 1:0 შერგელაშვილი (25), 2:0 არაბიძე (29), 3:0 ბუღრიძე (43), 4:0 არაბიძე (59. პენ), 5:0 ნინკოვიჩი (90)
კომენტარები