- დინამო თბილისი 3:1 დილა
- დინამომ მატჩის ბედი 24 წუთში გადაწყვიტა
- შერგელაშვილის შედევრი და არაბიძის დუბლი - ტორპედომ საბურთალოს აჯობა
საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში დინამო თბილისმა გორის დილა 3:1 დაამარცხა.
ანდრეს კარასკოს გუნდმა მეტოქეს აჯობა და პირველივე ტაიმში პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, უფრო სწორად, 24-ე წუთისთვის, რადგან დინამო მეტოქეს უკვე 3:0-ს ამარცხებდა.
ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა გახსნა ზუსტი დარტყმით, რასაც 7 წუთში ანრი მექვაბიშვილის მეორე გოლი მოჰყვა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თავისუფალი დარტყმა აქცია გოლად, მიუხედავად იმისა, რომ დილა კარს პრაქტიკულად მთელი შემადგენლობით იცავდა. 24-ე წუთზე კი ეფექტური გოლით სხვაობა სამბურთიანი უსმანე კამარამ გახადა.
მეორე ნახევარში გორელებმა გაბრძოლება სცადეს, მაგრამ მხოლოდ პრესტიჟის გოლით გამოირჩნენ, რომელიც ლამაზი გამოვიდა. ნიკა გაგნიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან გიორგი ლორიას აჯობა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დინამო თბილისი 55 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ დინამო ბათუმს ისევ 7 ქულით ჩამორჩება, გორის დილა კი, 44 ქულით მე-4 საფეხურს იკავებს. მომდევნო ტურში თბილისელები სამტრედიას შეხვდებიან, ხოლო გორელთა მეტოქე ქუთაისის ტორპედო იქნება.
დინამო თბილისი 3:1 დილა
გოლები: 1:0 ხარაიშვილი (11), 2:0 მექვაბიშვილი (18), 3:0 კამარა (24), 3:1 გაგნიძე (71)
კომენტარები