Thumbnail
  • ბორდო 1:1 კაენი | ზურიკო დავითაშვილმა სეზონში თავი პირველად გამოიჩინა
  • ჟირონდელებმა სეზონი ცუდად დაიწყეს და მე-13 ადგილზე არიან

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-7 ტურის გამოტოვებულ მატჩში ბორდომ კაენს უმასპინძლა, ზურიკო დავითაშვილმა კი მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

დავიდ გიონის გუნდი მარცხდებოდა, ხოლო ქულა ქართველი შემტევის გოლით გადაარჩინა. ზურიკო 34-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელიც მოატყუა და ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია.

ზურიკომ სეზონში პირადი ანგარიში გახსნა

ჟირონდელებს ბევრი დრო ჰქონდათ გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ მეტი ვეღარ გაიტანეს და ქულას დასჯერდნენ. ზურიკო მოედანზე 90 წუთი იყო. მას მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, 2-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

ბორდომ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მხოლოდ 11 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა. თუმცა, აქვე აღვნიშნოთ, რომ გიონის გუნდმა 12 ქულა მოიპოვა, მაგრამ 1 ქულა სატურნირო ცხრილში დაკლებული აქვს. ჟირონდელები მომდევნო ტურში 7 ოქტომბერს, ლავალს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები