- იანიკ სინერი 7:6 (7:2), 7:6 (7:2) დანიილ მედვედევი
- იტალიელმა ჩოგბურთელმა ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა
ახალგაზრდა იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი ბეიჯინგის 500-ქულიანი ტურნირის გამარჯვებულია. მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში რუსი დანიილ მედვედევი ორ სეტში დაამარცხა და კარიერაში მე-9 ATP-ის ტიტული მოიგო.
იტალიელმა ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ნახევარფინალში ჩემპიონატის პირველ ნომრად განთესილი კარლოს ალკარასი დაამარცხა. 22 წლის ჩოგბურთელი ფავორიტად არც ფინალში მოიაზრებოდა, თუმცა მრისხანა მეტოქეს კომპლექსური და ტაქტიკური თამაში შესთავაზა. სინერმა 3 ეისი და 29 ვინერსი შეასრულა, განსაკუთრებით ყურადღებით ჩაწოდების დროს თამაშობდა, რომელშიც შეცდომა არ დაუშვია.
აღსანიშნავია ისიც, რომ სინერმა მედვედევი კარიერაში პირველად დაამარცხა, რუსმა ჩოგბურთელმა კი ბოლო 1 თვეში ორი დიდი ტურნირის ფინალი წააგო. როგორც ჩანს, დანიილს გადამწყვეტ მომენტებში მობილიზება ძალიან უჭირს.
კომენტარები