Thumbnail
  • უნგრულმა კლუბმა საგანგებო განცხადება გაავრცელა
  • ქართველი კალათბურთელი სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე ოპერაციას საჭიროებს და უახლოესი თვეების განმავლობაში მისი ახალი კლუბის – ატომერომუს დახმარებას ვერ შესძლებს. აღნიშნული შესახებ განცხადება თავად უნგრულმა კლუბმა გაავრცელა.

"სამედიცინო შემოწმების შედეგად, გაირკვა, რომ დუდა სანაძეს მუხლზე ქირურგიულ ჩარევა სჭირდება. ის ოპერაციას საქართველოში გაიკეთებს და რეაბილიტაციასაც იქ გაივლის. კლუბი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. წინასწარი ინფორმაციით, სანაძე მოედანზე გასვლას 6-8 კვირის განმავლობაში ვერ შესძლებს".

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე კაბო ვერდესთან სასტარტო მატჩშივე დაშავდა და მომდევნო 3 შეხვედრა ტკივილგამაყუჩებლებით ჩაატარა. ტრავმის გართულებაც ამ ფაქტმა განაპირობა. დუდამ ატომერომუსთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები