Thumbnail
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი მომდევნო მატჩებს 7 და 11 ოქტომბერს ჩაატარებს
  • ნაკრების მწვრთნელმა ფინელებთან სათამაშოდ 16 ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ფინეთის ნაკრებთან ორ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 7 ოქტომბერს ფინელებს თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს, 11 ოქტომბერს კი, მეტოქეს ქალაქ ტურკუში დაურპირისპირდება. 

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ფუტსალის ნაკრები 16 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. 

შეგახსენებთ, რომ E ჯგუფის სასტარტო ტურში საქართველოს ნაკრებმა სომხეთს 2:1 სძლია, შემდეგ კი პორტუგალიაში 2:4 დამარცხდა. ამ დროისთვის, ჯგუფს 6 ქულით პორტუგალია ლიდერობს, საქართველოსა და ფინეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო სომხეთს – 0.

ცნობისთვის, ელიტ რაუნდში 20 გუნდი ხუთ ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც პირდაპირ ფინალში გამარჯვებულები გავლენ, 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი საგზურის მფლობელ კიდევ ორ ნაკრებს პლეი ოფში გამოავლენს.

ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატი გაისად 14 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უზბეკეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 6 კონფედერაციის წარმომადგენელი 24 ნაკრები მიიღებს. როგორც აღვნიშნეთ, ევროპაზე 7 ქვოტა მოდის.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი).
წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია, რონინიო (ყველა – ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ საქართველო), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) ელისანდრო  (მაგნუსი, ბრაზილია), შაგინია (პალმა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), ბრუნო პეტრი (კოზენცა, იტალია).

კომენტარები

ბოლო ამბები