Thumbnail
  • საფრანგეთი 60:7 იტალია
  • ფრანგებმა ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულეს

საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს მე-5 ტურში მარტივად აჯობა და A ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა. ფრანგებმა იტალიას 60:7 მოუგეს. მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლებმა იტალიას 8 ლელო დაუდეს და 7 გარდასახვა გაუტანეს.

საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრებმა 18 ქულა დააგროვა და ახალ ზელანდიას 3 ქულით გაუსწრო. იტალიამ ჯგუფური ეტაპი 10 ქულით დაასრულა და 2027 წლის მსოფლიოს თასზე ადგილი გაინაღდა. ფრანგთა მეტოქე პლეი ოფში B ჯგუფში ირკვევა, სადაც სამხრეთ აფრიკას ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული აქვს. ფრანგების მეტოქე ირლანდიისა და შოტლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები