Thumbnail

UPDATE: პორტუგალიამ ბოლო შეხვედრაში ფიჯი დაამარცხა და საქართველოს გადაასწრო. "ბორჯღალოსნებმა" C ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

ისტორიული, პირველი მსოფლიოს თასის შემდეგ პირველად - "ბორჯღალოსნებმა" ვერ შეძლეს ჩემპიონატზე თუნდაც ერთი თამაშის მოგება. ლევან მაისაშვილის გუნდმა ტურნირი აშკარად ჩააგდო. 

'ბორჯღალოსნებმა' უელსთან 6 ლელო გაუშვეს და 3 გაიტანეს

საქართველოს ნაკრებმა C ჯგუფის გამარჯვებულ უელსთან 6 ლელო გაუშვა და 19:43 დათმო. "ბორჯღალოსნებს" მხოლოდ მე-2 ტაიმში ჰქონდათ 20-25 წუთიანი კარგი მონაკვეთი, როცა დავით ნინიაშვილმა შესანიშნავი ლელოც გაიტანა, სხვა შემთხვევაში უელსი ძირითადად "ბორჯღალოსნების" შეცდომებით სარგებლობდა, ნინიაშვილისა და ბეშემის სინ-ბინის შემდეგ კი გუნდი უბრალოდ მოეშვა და კიდევ ორი ლელო გაუშვა ბოლო ათ წუთში. 

ნაკრებმა 1 ფრე ითამაშა და 3 მატჩი დათმო

მატჩის სტენოგრამა 

🏉 მე-16 წთ: "ბორჯღალოსნებმა" მოლი კი შეაჩერეს, მაგრამ იქვე ფრენსისმა ლელო გაიტანა, ხოლო კოსტელოუმ იოლი გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა - 7:0. 

🏉 24-ე წთ: უილიამსმა უელსელთა მეორე ლელო გაიტანა, კოსტელოუ ისევ ზუსტი იყო - 14:0.

🏉 "ბორჯღალოსნები" დაჯარიმდნენ, თუმცა ახლა უესლებმა კარში დარტყმა გადაწყვიტეს - კოსტელოუ - 17:0.

🏉 35-ე წთ: თითქმის ჩახურული მოლიდან გაჩეჩილაძემ შეძლო ბურთის გამოტანა, ხოლო კაპიტანმა შარიქაძემ ლელო ძელებს შორის გაიტანა, მატკავამ გარდასახა - 17:7.

პირველი ლელო მერაბ შარიქაძემ გაიტანა

🏉 43-ე წთ: კვესელაძის ცუდი პასის შემდეგ რის-ზამითმა კონტრშეტევით გაიტანა, კოსტელოუმ იოლი დარტყმით გარდასახა - 24:7.

🏉 59-ე წთ: დერეფნისა და მოლის შემდეგ შეცვლაზე შესულმა კარკაძემ "ბორჯღალოსნების" მეორე ლელო გაიტანა, იოლი პოზიციიდან მატკავამ გარდასახა - 24:14.

🏉 62-ე წთ: ნინიაშვილმა მარცხენა ფლანგზე ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. მატკავამ ვერ გარდასახა - 24:19.

🏉 66-ე წუთზე კოსტელოუმ შორიდან ვერ გაიტანა საჯარიმო - 24:19. 

🏉 67-ე წთ: რის-ზამითმა დუბლი შეასრულა, ხოლო უელსმა საბონუსე მე-4 ლელო გაიტანა. კოსტელოუ ზუსტი იყო - 31:19.

🏉 უელსელთა მაღალი ბოჭვის შემდეგ გუნდებს შორის ჩხუბი ატყდა, ბეშემი და ნინიაშვილი მსაჯმა გაასინბინა.

🏉 74-ე წთ: რის-ზამიტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, კოსტელოუმ კი გარდასახვა ააცილა - 36:19.

🏉 70-ე წთ: ნორზმა მარჯვენა ფლანგიდან უელსელთა მე-6 ლელო გაიტანა, კოსტელოუმ გარდასახა - 43:19.  

უელსი 43:19 საქართველო

უელსი: 15. ლიამ ვილიამსი, 14. ლუის რის-ზამიტი, 13. ჯორჯ ნორსი, 12. ნიკ ტომპკინსი, 11. რიო დაიერი, 10. სემ კოსტელოუ, 9. ტომოს ვილიამსი; 1. გარეთ თომასი, 2. დევი ლეიკი (კაპ.), 3. ტომას ფრენსისი, 4. ვილ როულენდსი, 5. დეფიდ ჯენკინსი, 6. აარონ ვეინრაითი, 7. ტომი რეფელი, 7. ტაულუპე ფალეტაუ.
სათადარიგოები: 16. ელიოტ დი, 17. ნიკი სმითი, 18. ჰენრი თომასი, 19. კრისტ ციუნზა, 20. ტაინე ბეშემი; 21. გარეთ დევისი, 22. დენ ბიგარი, 23. მეისონ გრეიდი.

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. ვანო კარკაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ირაკლი აფციაური, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემე თაფლაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები