Thumbnail

მსოფლიოს თასის ბოლო შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსთან 19:43 წააგო და ტურნირს გამარჯვების გარეშე დაემშვიდობა. მატჩის შემდეგ მედიასთან გამარჯვებულთა თავკაცმა უორენ გეტლანდმა მედიასთან ისაუბრა. პრესკონფერენციაზე დიდი დრო დაეთმო მეოთხედფინალში უელსელთა სავარაუდო მეტოქეს და ტრავმებს - გარეთ ენსკომბმა გახურებაზე მიიღო დაზიანება და საერთოდ ვერ ითამაშა, ლიამ უილიამსმა მუხლი დაიზიანა, ხოლო ტაულუპე ფალეტაუმ "ბორჯღალოსნებთან" მატჩში ხელი მოიტეხა და მისთვის მსოფლიოს თასი დასრულებულია. ასევე გეტლანდმა ბევრი ისაუბრა რის-ზამიტის ჰეთ-თრიკზეც.

...საქართველოს ნაკრების თამაშზე: "2019 წლის მსოფლიოს თასის მერე ქართული რაგბი აშკარად ვითარდება. მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და ბევრს მოძრაობდა მოედანზე. ვფიქრობ, მათმა 10-მა ფეხით თამაშით დღეს პრობლემები შეგვიქმნა. მათ ძალიან ლამაზი ლელო გაიტანეს მოკლე ფრთაზე. ბოლომდე არ აკლებდნენ ცდას, რაც ყოველი მწვრთნელისთვის საოცნებოა - ეჭვიც არავის შეეპაროს, ქართველები არასდროს ნებდებიან. იმედი მაქვს, ეს ტურნირი მათ კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს.
ჩვენი მხრიდან კარგი იყო პირველ ტაიმში, როგორი დაცვაც ვითამაშეთ, თუმცა მეტოქეც კარგ დაცვას თამაშობდა და ფეხითაც გამორჩეულად ურტყამდა".

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა C ჯგუფში პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა, ხოლო ავსტრალიასთან, ფიჯისთან და უელსთან დათმო მატჩები და ტურნირი 3 ქულით დაასრულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები