Thumbnail

ნანტში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ბოლო შეხვედრა გამართა და 9-ლელოიან თრილერში ჯგუფის გამარჯვებულ უელსთან 19:43 დამარცხდა. მატჩის შემდეგ მედიასთან საუბარში "ბორჯღალოსნების" თავკაცმა ლევან მაისაშვილმა აქცენტი პირველი დონის ქვეყნებთან სპარინგის სიმცირეზე გააკეთა.

ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს თასზე მატჩის მოგება ვერ შეძლო

"ეს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა ჩვენთვის, რადგან ირგვლივ მეზობლად არ გვყავს პირველი დონის ქვეყანა. ჩვენ კუნძულივით ვართ. ყოველთვის, როცა ამაზე მეკითხებიან, ვპასუხობ - რა თქმა უნდა, მეტი თამაში გვჭირდება პირველი დონის ქვეყნებთან, ჩვენ ეს გამოცდილება გვაკლია. 
შორს მივდივართ, რადგან კარგი მატჩები გავმართოთ ურუგვაისთან, ან არგენტინასთან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გვჭირდება მეტი დაპირისპირება ჩვენზე მაღლა რეიტინგში მყოფ ქვეყნებთან. სეზონში 11 მატჩი გამოგვდის, უმეტესობა მეორე დონის ქვეყნებთან", - განაცხადა ლევან მაისაშვილმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ მორაგბეები საფრანგეთში თამაშების მოსაგებად იყვნენ ჩასულები და რადგან ეს არ გამოვიდა, ისინი ძალიან იმედგაცრუებულები არიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები