Thumbnail

ფიჯისთან სენსაციური მოგების შემდეგ - პორტუგალიის მწვრთნელმა პოსტი დატოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მწვრთნელთან დაკავშირებული პირველი გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ის პორტუგალიის ნაკრებს უკავშირდება, რომელმაც ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

თანამდებობა დატოვა 61 წლის ფრანგმა სპეციალისტმა პატრის ლაჟისკემ, რომლის ხელშიც პორტუგალიელმა მორაგბეებმა საკმაოდ სანახაობრივი შედეგი აჩვენეს და აქტივში თითო მოგება და ფრე ჩაიწერეს.

"ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს და პორტუგალიის რაგბის კავშირიც საქმის კურსშია. მათ მუშაობის გაგრძელება შემომთავაზეს, თუმცა, უარი განვაცხადე. მიზეზი ისაა, რომ ჩემი ოჯახის წევრებთან უფრო მეტი დროის გატარება მსურს. მათ შეპირებული ვიყავი, რომ მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, სამუშაოს დავტოვებდი", - განაცხადა ლაჟისკემ.

ფრანგმა სპეციალისტმა პორტუგალიის ნაკრები 2019 წელს ჩაიბარა და მსოფლიო თასზე ისტორიაში მხოლოდ მეორედ გაიყვანა, იქ კი ისტორია კიდევ ერთხელ გადაწერა. "ლობუშმა" ფიჯისთან სენსაციური გამარჯვების (24:23) გარდა, საქართველოსთან ფრეც (18:18) ჩაიწერა აქტივში და უელსთან (8:28) და ავსტრალიასთან (14:34) მატჩებშიც საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები