Thumbnail
  • აურელიო დე ლაურენტისის თქმით, ტურნირი იტალიაში უნდა ჩატარდეს
  • ნაპოლის გარდა, იტალიის სუპერთასზე მონაწილეობა არც ფიორენტინას სურს

სერია A-ს მოქმედ გამარჯვებულს, ნაპოლის იანვარში, საუდის არაბეთში გასამართ სუპერთასზე მონაწილეობა არ სურს, მიზეზი კი, ტურნირის ლოკაციაა, - ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport ავრცელებს.

იტალიის სუპერთასის ჩატარება 21-25 იანვარს იგეგმება, მაგრამ როგორც გამოცემა წერს, ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო აურელიო დე ლაურენტისი უარს ამბობს საუდის არაბეთში გამგზავრებაზე და ტურნირის იტალიაში ჩატარებას ითხოვს. წყაროს ცნობით, სუპერთასი შესაძლოა, გასული სეზონის თასის ფინალისტმა, ფიორენტინამაც გამოტოვოს.

მედიაში ასევე იწერება, რომ მილანი და ატალანტა ამის შესახებ უკვე გაფრთხილებულები არიან, შესაბამისად, თუ ნაპოლი და ფიორენტინა გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, დიდი ალბათობით, მათ ეს გუნდები ჩაანაცვლებენ.

აღსანიშნავია, რომ იტალიის სუპერთასი მომდევნო 6 წელიწადში საუდის არაბეთში ოთხჯერ ჩატარდება. აქვე შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და ფიორენტინას გარდა, ამ ტურნირზე ინტერმა და ლაციომ უნდა მიიღონ მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები