Thumbnail

პოპულარულმა სარაგბო გამოცემამ Rugby World Magazine 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, იმ მოთამაშეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელთა ნაკრებებიც პლეი ოფში ვერ გავიდნენ და მასში ქართველი დავით ნინიაშვილიც შეიყვანა.

საინტერესოა, რომ 21 წლის ნინიაშვილი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დაასახელეს, არადა, ის 11 ნომერზე მხოლოდ ფიჯისთანა და უელსთან მატჩებში იდგა, ავსტრალიასთანა და პორტუგალიასთან კი ფულბეკად მოგვევლინა.

ცნობისთვის, "გავარდნილების" ნაკრებში ყველაზე მეტი – 3 წარმომადგენელი პორტუგალელებს ჰყავთ, შემდეგ კი სამოა (2), იაპონია (2) და ურუგვაი (2) მოდიან, თითო მორაგბით კი, საქართველოს გარდა, ავსტრალია, ტონგა, შოტლანდია, იტალია და ჩილე არიან წაროდგენილნი.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშეს და სადებიუტო ტურნირის (2003) შემდეგ, შეჯიბრი მოგების გარეშე პირველად დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშა, ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთანა (12:17) და უელსთან (19:43) კი დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები