- ეს ინფორმაცია ჩოგბურთის ყველა მოყვარულს გაახარებს
- რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს
- ტურნირის დირექტორმა ნიკ კირიოსის დაბრუნებაც დაადასტურა
ტრავმით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ რაფაელ ნადალი დიდ საჩოგბურთო სცენაზე დაბრუნდება. ინფორმაცია ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა კრეიკ ტაილიმ გაავრცელა.
“ექსკლუზიური ცნობა უნდა გავავრცელო: რაფა მელბურნში ითამაშებს!” - განაცხადა მან The Today Show-ში, - “მას ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა. ბოლო დღეებში ვესაუბრე და დამიდასტურა, რომ გაისად ჩვენთან იქნება, რაც ძალიან გვიხარია.”
როგორც ირკვევა, ნადალი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის წინ მოსამზადებელ ტურნირზეც ითამაშებს. “ტკივილები არსად წასულა, მაგრამ კონტროლირებადია.” - უთხრა რაფამ ესპანურ ტელეკომპანია Movistar-ს ცოტა ხნის წინ.

ნადალის დაბრუნების დადასტურების გარდა, ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა კიდევ ერთი ვარსკვლავის დიდ სცენაზე დაბრუნებაც დაადასტურა. 14 იანვრიდან მელბურნის კორტებზე ნიკ კირიოსსაც ვიხილავთ.
კომენტარები