- კალაშნიკოვა/სასნოვიჩი 6:0, 6:1 ნგი/ვუ
- ქართველი და ბელარუსი ჩოგბურთელების მომდევნო მეტოქეთა ვინაობა ჯერ არ გარკვეულა
33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჰონგ კონგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 259 303 დოლარი) მეოთხედფინალში გავიდა.
კალაშნიკოვა Prudential Hong Kong Tennis Open 2023-ზე ტრადიციულად წყვილთა თანრიგშია ჩართული და წარმატებას ბელარუს ალიაკსანდრა სასნოვიჩთან ერთად მიაღწია.
კალაშნიკოვა და სასნოვიჩი მე-3 ნომრად არიან განთესილნი, მერვედფინალში კი მასპინძლები მან ინგ ნგი და ჰო ჩინგ ვუ დამაჯერებლად დაამარცხეს - 6:0, 6:1.
თუ ვინ იქნებიან ქართველი და ბელარუსი ჩოგბურთელები მომდევნო მეტოქეები, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც გერმანელი ლოჰოფი და შვეიცარიელი პერინი რუს ავანესიანსა და ესპანელ სორიბეს ტორმოს გაეჯიბრებიან.
ცნობისთვის, ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) წყვილთა რეიტინგში კალაშნიკოვას 1 830 ქულით 46-ე ადგილი უკავია, რაც მის პერსონალურ რეკორდს მხოლოდ 4 პოზიციით ჩამორჩება.
კომენტარები