Thumbnail
  • ბრიტანული გამოცემა 2006 წელს დაბადებულ 60 საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს
  • ალექსანდრე ფეიქრიშვილთან ერთად სიაში ენდრიკია, რომელიც რეალმა შეიძინა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა 2006 წელს დაბადებული ტოპ-60 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელშიც დინამო თბილისის ნახევარმცველი, ალექსანდრე ფეიქრიშვილიცაა დასახელებული.

Next Generation 2023-ში ქართველ ფეხბურთელთან ერთად ასევე მადრიდის რეალის ახლად შეძენილი ბრაზილიელი თავდამსხმელი, ენდრიკია, რომელიც პალმეირასში თამაშობს და "სამეფო კლუბს" 2024 წლის ივლისში შეუერთდება.

"ფეიქრიშვილი მისი ასაკის ფეხბურთელებს შორის დინამო თბილისის აკადემიაში ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება. ეს კლუბი კი ცნობილია ისეთი ტალანტების გაზრდით, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მამარდაშვილი არიან. ფეიქრიშვილი ძლიერი ნახევარმცველია, რომელსაც საჯარიმოდან საჯარიმოში თამაში შეუძლია და ასევე კრეატიული მოთამაშეა. მას ბურთით შეტევაში გადასვლა მარტივად შეუძლია და გრძელი პასების საშუალებით მიმართულებებსაც ცვლის, ამასთან ერთად ის შეტევებს თავადაც ასრულებს. აღსანიშნავია, მისი ბურთის გარეშე მოძრაობა და ჭკვიანური პრესინგი.

"დარასელიას თასის" ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი

ის სათამაშო სტილით სტივენ ჯერარდსა და ფედერიკო ვალვერდეს შორისაა. ფეიქრიშვილს საქართველოს, 17-წლამდე, 18-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები და ცოტა ხნის წინ თავის გუნდს "დარასელიას თასის" მოგებაში დაეხმარა, სადაც მონცა, ჯენოა და სევილია დაამარცხა. მან ფინალში სევილიის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა, ბომბარდირიც გახდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც", - წერს The Guardian.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა გამოცემამ Next Generation 2022-ის სერიაში საუკეთესო ტალანტებს შორის ლუკა პარკაძე დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები