Thumbnail

საქართველოს ნაკრების 21 წლის მორაგბე დავით ნინიაშვილი ბურთით დაფარული მეტრების მხრივ, 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპზე საუკეთესო იყო. მონაცემები ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო ვებ-გვერდმა RUGBYRAMA გამოაქვეყნა, სადაც ქართველი უკანახაზელი მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებს უსწრებს.

როგორც ირკვევა, ნინიაშვილმა ბურთთან ერთად 424 მეტრი დაფარა და ზურგს უკან იტალიელი მონტი იოანე (372), შოტლანდიელი დარსი გრემი (371) და ირლანდიელები ბანდი აკი (371) და უგო კინანი (350) მოიტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასი მოგების გარეშე დაასრულა, ნინიაშვილს ძალიან შთამბეჭდავი ტურნირი ჰქონდა. მან ოთხივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და არაერთ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

როგორც უკვე ვწერდით, ტურნირის მიმდინარეობისას 62 ბოჭვა შეასრულა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ორ მორაგბეს ჩამორჩა 24 წლის ქართველი მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. მასზე უკეთესი შედეგები მხოლოდ ტონგელ სიონე ჰავილისა (69 ბოჭვა) და პორტუგალიელ ნიკოლას მარტინშს (63) მოუგროვდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები