Thumbnail
  • საბა საზონოვი ტორინოს ბაზაზეა და ინტერთან მატჩისთვის ემზადება
  • ივან იურიჩისთვის ეს კარგი ამბავია, რადგან დაცვაში პრობლემებია

საქართველოს ნაკრებისა და ტორინოს მცველი საბა საზონოვი ტრავმისგან გამოჯანმრთელდა და ინტერთან მატჩისთვის უკვე ემზადება.

როგორც Toro.it იტყობინება, ის უკვე ბაზაზე ვარჯიშობს და ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადება. აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ნაკრებში არ არის გამოძახებული, რის შედეგადაც, ივან იურიჩს მასთან მუშაობის შესაძლებლობა მიმდინარე სანაკრებო პაუზაზეც აქვს.

"შიში უკვე წარსულს ჩაბარდა, ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. საზონოვი უკვე იყო განაცხადში დერბიში და თავის ეროვნულ ნაკრებშიც არ წასულა. ფეხბურთელი ტურინში დარჩა და ინტერის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადება. არ შეიძლება, რომ ივან იურიჩი ამით ბედნიერი არ იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ბონჯორნო და ჯიჯი ჯერ კიდევ ლაზარეთში არიან, ზიმა კი საუკეთესო კონდიციაში არ არის. ამიტომ, სიმონე ინძაგის გუნდის წინააღმდეგ დაცვის ხაზი საზონოვის, სხუურსისა და როდრიგესის შემადგენლობით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო ტამეზე ნახევარდაცვაში დაბრუნდება".

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა ტორინოში დღემდე ორი მატჩი ჩაატარა და ორჯერვე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, ვერონას წინააღმდეგ მცირე დაზიანების გამო მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა. ტორინო-ინტერის მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები