Thumbnail

ბორჯღალოსნები მოწინავე ათეულში - მსოფლიო რაგბის საინტერესო სტატისტიკა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ბურთის ფლობის მხრივ საუკეთესო ათ ნაკრებს შორის მოხვდა.

ეს საკმაოდ მოულოდნელი ამბავია იმის გათვალისწინებით, რომ ბორჯღალოსნებმა ტურნირი მოგების გარეშე დაასრულეს. აღნიშნული ადასტურებს, რომ ქართველ მორაგბეებს შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში აშკარა პრობლემები ჰქონდათ, რადგანაც უპირატესობის ქულებში გარდასახვა უჭირდათ.

მსოფლიო რაგბის გამოთვლებით, საქართველოს ჯგუფური ეტაპის 4 მატჩში ბურთი 70 წუთის განმავლობაში ჰქონდა და ეს, ტურნირის მე-9 შედეგია.

ქართველ მორაგბეებს ბურთი ხშირად ჰქონდათ, თუმცა, ქულების აღება უჭირდათ

საუკეთესო მაჩვენებლები ფიჯისა და შოტლანდიას (79-79 წუთი) მოუგროვდათ, შემდეგ კი, ინგლისი (77), ახალი ზელანდია (74), არგენტინა (73), ირლანდია (73), უელსი (73) და პორტუგალია (71) მოდიან, ათეულს კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა (69) აგვირგვინებს.

საგულისხმოა, რომ საუკეთესოთა შორის ტიერ 2-ის ნაკრებებიდან მხოლოდ საქართველო და პორტუგალია მოხვდნენ, რომლებიც ერთ ჯგუფში იყვნენ და აქვე არიან C ჯგუფის სხვა წევრები ფიჯი და უელსიც. ისე გამოვიდა, რომ ჩვენი ჯგუფიდან ათეულში მხოლოდ ავსტრალია ვერ შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშეს და სადებიუტო ტურნირის (2003) შემდეგ, შეჯიბრი მოგების გარეშე პირველად დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშა, ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთანა (12:17) და უელსთან (19:43) კი დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები