Thumbnail

საქართველო TOP 3-ში - ბორჯღალოსნები მხოლოდ იაპონიას და უელსს ჩამორჩნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე განხორციელებული წარმატებული ბოჭვების მხრივ საუკეთესო სამეულში მოხვდა.

მსოფლიო რაგბის მიერ შედგენილი სტატისტიკის თანახმად, ბორჯღალოსნებმა ოთხ მატჩში ზუსტად 600 ბოჭვა განახორციელეს და მხოლოდ იაპონიასა (670) და უელსს (669) ჩამორჩნენ.

გასაკვირი არაა, რომ აღნიშნული კომპონენტის მხრივ, საუკეთესო ათეულში ძირითადად ტიერ 2-ის ნაკრებები ფიგურირებენ, რომელთაც დაცვაში ყოფნა ხშირად უწევდათ.

საქართველოს გარდა, საუბარია პორტუგალიაზე, რუმინეთზე, ტონგაზე, ჩილესა და ურუგვაიზე. საინტერესოა, რომ ათეულს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა აგვირგვინებს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშეს და სადებიუტო ტურნირის (2003) შემდეგ, შეჯიბრი მოგების გარეშე პირველად დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშა, ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთანა (12:17) და უელსთან (19:43) კი დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები