Thumbnail

კალაშნიკოვა ჰონგ კონგის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კალაშნიკოვა/სასნოვიჩი 7:5, 6:2 ლოჰოფი/პერინი
  • ქართველ ჩოგბურთელს პერსონალურ რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჰონგ კონგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 259 303 დოლარი) ნახევარფინალში გავიდა.

კალაშნიკოვა Prudential Hong Kong Tennis Open 2023-ზე წყვილთა თანრიგში ბელარუს ალიაკსანდრა სასნოვიჩთან ერთად თამაშობს, დღეს კი, ამ დუეტმა მე-2 გამარჯევბა იზეიმა.

კალაშნიკოვასა და სასნოვიჩის მე-3 ნომრად განთესილმა წყვილმა მერვედფინალში მასპინძლებს მან ინგ ნგისა და ჰო ჩინგ ვუს 6:0, 6:1 სძლია, მეოთხედფინალში კი გერმანელი ჯულია ლოჰოფი და შვეიცარიელი კორი პერინი დაამარცხა – 7:5, 6:2.

უკვე ცნობილია, რომ ოქსანა და ალიაკსანდრა ფინალის საგზურისთვის, ხვალ, პირველი განთესვის მქონე ყაზახურ-რუსულ (ანა დანილინა/ალექსანდრე პანოვა) წყვილს გაეჯიბრებიან. მე-2 ნახევარფინალში ჩინელი ტანგი და ტაივანელი ცაო რუს მაროზავასა და პოლონელ პიტერს გაეჯიბრებიან.

ჰონგ კონგის ტურნირის გამარჯვებულები საპრიზო ფონდიდან 12 447 დოლარს მიიღებენ, რეიტინგს კი 280 ქულას შემატებენ. ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) წყვილთა კლასიფიკაციაში კალაშნიკოვას 1 830 ქულით 46-ე ადგილი უკავია, რაც მის პერსონალურ რეკორდს მხოლოდ 4 პოზიციით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები