Thumbnail

მე-12 ფინალი WTA-ში - მოგებით კალაშნიკოვა კარიერის რეკორდს გაიმეორებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კალაშნიკოვა/სასნოვიჩი -6:4, 6:3 პანოვა/დანილინა
  • WTA-ს ტურნირებზე ოქსანას 6 ტიტული აქვს მოგებული

33 წლის ოქსანა კალაშნიკოვა ჰონკონგის WTA-ს ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალშია (საპრიზო ფონდი 259 303 დოლარი). კალაშნიკოვა Prudential Hong Kong Tennis Open 2023-ზე წყვილთა თანრიგში ბელარუს ალიაკსანდრა სასნოვიჩთან ერთად თამაშობს, დღეს კი, ამ დუეტმა მე-3 გამარჯვება იზეიმა. 

ოქსანა და ალიაკსანდრა პირველი განთესვის მქონე ყაზახურ-რუსულ (ანა დანილინა/ალექსანდრე პანოვა) წყვილს გაეჯიბრნენ და ორ სეტში დაამარცხეს - 6:4, 6:3. ეს მატჩი საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. დილით ფინალია, რომელშიც მე-3 ნომრად განთესილი ქართულ-ბელარუსული დუეტი ქიანჰუი ტანგსა (ჩინეთი) და ჩია ი ცაოს (ტაივანი) ხვდება. 

ოქსანა კალაშნიკოვა WTA-ს ტურნირის ფინალში კარიერაში მე-12-ედ ითამაშებს (6 ტიტული). ბოლოს მან იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად პრაღის ღია პირველობა (აგვისტოში) მოიგო. ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა რეიტინგში 46-ე პოზიციაზეა. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ოქსანა 42-ე პოზიციაზე გადავა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები