Thumbnail

პუმების ქამბექი - არგენტინა მსოფლიოს თასის პირველი ნახევარფინალისტია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უელსი 17:29 არგენტინა
  • არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში მესამედ ითამაშებს

"ველოდრომზე" სარაგბო მსოფლიოს თასის პირველი ¼ ფინალური მატჩი გაიმართა - საქართველოს ჯგუფის გამარჯვებული უელსი არგენტინას დაუპირისპირდა და 17:29 დამარაცხდა. არადა, ევროპელები თავიდან დენ ბიგარის წყალობით 10:0 დაწინაურდნენ. არგენტინამ ამას ზედიზედ ოთხი საჯარიმოთი (ბოფელი) უპასუხა და 12:10 დაწინაურდა. 

55-ე წუთზე უილიამსის ლელომ და ბიგარის გარდასახვამ კლვალ უელსი დააწინაურა 17:12. ამის შემდეგ არგენტინელებმა ორი ლელო გაიტანეს, განსაკუთრებით ეფექტური სანჩესის ლელო იყო, როცა მან კოსტელოუს პასი ჩაჭრა და ლელო ძელებს შორის გაიტანა.

არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში ირლანდიისა და ახალი ზელანდიის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში მესამედ გავიდა - 2007 წელს გუნდმა საფრანგეთში მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო 2015-ში ინგლისში - მეოთხე. 

კომენტარები

ბოლო ამბები