Thumbnail

5-თვიანი პაუზის შემდეგ - ნიკოლოზ ბასილაშვილი მარცხით დაბრუნდა

ალექსანდრე ჯავახიშვილი პროფილის ფოტო
ალექსანდრე ჯავახიშვილი
  • ბასილაშვილი 0:2 (3:6, 4:6) შნაიტერი
  • ქართველი ჩოგბურთელი ტრავმისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრავმისგან გამოწვეული 5-თვიანი პაუზის შემდეგ კორტებს დაუბრუნდა და პირველი შეხვედრა გამართა. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც საერთო რეიტინგში 395-ე ნომერია ჰამბურგის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპზე 717-ე ნომერ იაკობ შნაიტერს დაუპირისპირდა და ორ სეტში (3:6, 4:6) დამარცხდა.

გერმანელმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში ბრეიკის აღება ერთხელ მოახერხა, რაც საკმარისი აღმოჩნდა და 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტია ბასილაშვილმა კარგად დაიწყო და მეტოქის ჩაწოდებაზე აღებული გეიმის შემდეგ 3:0 წინ გასვლაც მოახერხა. მიუხედავად ამისა, ნიკოლოზმა ვერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და როცა ანგარიში მის სასარგებლოდ 4:1 იყო, შნაიტერმა ზედიზედ 5 გეიმის მოგემა მოახერხა.

31 წლის ჩოგბურთელმა ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ტრავმები მას დიდი ხანია აწუხებდა. მაისის შემდეგ კი ორი ოპერაციის გაკეთება მოუწია და ეს პერიოდი რეაბილიტაციას გადიოდა.

ბოლოს ბასილაშვილს 22 მაისს როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა ნათამაშები, სადაც მსოფლიოს 129-ე ჩოგან ჯულიო ზეპიერისთან ორ სეტში (4:6, 1:6) დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები