- კალაშნიკოვა/სასნოვიჩი 5:7, 6:1, 9:11 ტანგი/ცაო
- ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს მე-7 ტიტულთან ძალიან ახლოს იყო
33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ძალიან ახლოს იყო WTA-ს ეგიდით მე-7 ტიტულის მოგებასთან, თუმცა, მეწყვილესთან ერთად ბოლო ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა Prudential Hong Kong Tennis Open 2023-ზე (საპრიზო ფონდი 259 303 დოლარი) წყვილთა თანრიგში ბელარუს ალიაკსანდრა სასნოვიჩთან ერთად გამოდიოდა და ფინალამდე 3 გამარჯვება იზეიმა.
ქართველი და ბელარუსი ჩოგბურთელები გადამწყვეტ შეხვედრაში ქიანჰუი ტანგსა (ჩინეთი) და ჩია ი ცაოს (ტაივანი) შეხვდნენ და სეტები გაცვალეს, სუპერ ტაი-ბრეიკზე კი 9:6 დაწინაურდნენ და გამარჯვებამდე 1 ქულა აშორებდათ.

სამწუხაროდ, ოქსანამა და ალიაკსანდრამ მომდევნო 5 (!) გათამაშება წააგეს და კორტი დამარცხებულებმა დატოვეს.
ამგვარად, კალაშნიკოვას WTA-ს 12 ფინალში 6 ტიტული შერჩა. ბოლოს მან იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად პრაღის ღია პირველობა (აგვისტოში) მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა რეიტინგში 44-ე პოზიციაზეა, რაც მის საუკეთესო შედეგს მხოლოდ 2 ადგილით ჩამორჩება.
კომენტარები