Thumbnail

16 ოქტომბერს ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩები გაიმართა. ათენში OPAP არენაზე საბერძნეთის ნაკრები ბოლომდე ინარჩუნებდა შანსს, თუმცა 93-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ვირხილ ვან დეიკმა გაიტანა - 0:1. მატჩის მიწურულს მსაჯმა ბერძენთა ურუგვაელი თავკაცი გუსტავო პოიეტი გააძევა. ახლა ნიდერლანდებს და საბერძნეთს 12-12 ქულა აქვთ, თუმცა ბერძნებს მხოლოდ 1 მატჩი დარჩათ გასამართავი. რონალდ კუმანის ნაკრებმა ფაქტობრივად გაინაღდა საგზური ჯგუფში, საიდანაც საფრანგეთი უკვე გავიდა.

ბოსნიურ ზენიცაში პორტუგალიამ პირველ ტაიმში გაუტანა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს 5 უპასუხო გოლი და მერე "გაჩერდა". კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და ახლა მის ანგარიშზე 127 სანაკრებო გოლია. ამავე ჯგუფში სლოვაკეთმა სტუმრად 1:0 დაამარცხა ლუქსემბურგი და მე-2 პოზიციაზეა.

ბოსნია 0:5 პორტუგალია 

გოლები: 0:1 რონალდო (5-პენალტი), 0:2 რონალდო (20. ჟოაო ფელიქსის პასით), 0:3 ბ. ფერნანდეში (25. ინასიოს პასით), 0:4 ჟოაო კანსელო (32. ბ. ფერნანდეშის პასით), 0:5 ჟოაო ფელიქსი (41. ოტავიოს პასით)

გიბრალტარი 0:4 ირლანდია

გოლები: 0:1 ე. ფერგიუსონი (8. დოჰერტის პასით), 0:2 ჯონსტონი (28), 0:3 დოჰერტი (60. მაკგრატის პასით), 0:4 რობინსონი (80. მაკგრატის პასით)

საბერძნეთი 0:1 ნიდერლანდები

გოლი: 0:1 ვან დეიკი (93-პენალტი)

ისლანდია 4:0 ლიხტენშტეინი

გოლები: 1:0 სიგურდსონი (22-პენალტი), 2:0 ფინბოგასონი (44), 3:0 სიგურდსონი (49), 4:0 ჰარალდსონი (63)

ლუქსემბურგი 0:1 სლოვაკეთი

გოლი: 0:1 ძიურისი (77. ჰანჩკოს პასით)  

კომენტარები

ბოლო ამბები