Thumbnail

'ეს დიდი თავგადასავალი იყო' - მწვრთნელი ფიჯის ნაკრებიდანაც წავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

2023 წლის მსოფლიო თასის შედეგებიდან გამომდინარე, პოსტი უკვე მე-4 ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დატოვა. პორტუგალიის, ტონგასა და საქართველოს შემდეგ, თავკაცის გარეშე ფიჯის ეროვნული გუნდი დარჩა. ამის შესახებ განცხადება "მფრინავი ფიჯელების" დამრიგებელმა საიმონ რაივალუიმ გააკეთა:

"ვფიქრობ, მოვიდა დრო, ამის შესახებ ოფიციალურად განვაცხადო, მითუმეტეს, რომ ფიჯის ნაკრებმა მალე ახალი ციკლი უნდა დაიწყოს. არ ვაპირებ ფიჯის რაგბის კავშირს იმ კონტრაქტის გაგრძელებაზე ვესაუბრო, რომლის ვადაც 31 დეკემბერს იწურება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მორაგბეებს, სტაფსა და ქომაგებს. ეს ნამდვილად დიდი თავგადასავალი იყო".

შეგახსენებთ, რომ რაივალუიმ ფიჯის ნაკრები მიმდინარე წლის თებერვალში ჩაიბარა, როდესაც პოსტიდან წასული ვერნ კოტერი შეცვალა. მის ხელში ფიჯელებმა დიდი წინსვლა განიცადეს და მოსამზადებელ ციკლში ინგლისში 30:22 მოიგეს, უშუალოდ მსოფლიო თასზე კი ავსტრალიას ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად სძლიეს – 22:15.

რაივალუის გუნდი მსოფლიო თასზე C ჯგუფში იყო, სადაც უელსსაც დიდი ბრძოლა გაუმართა (26:32), რასაც საქართველოსთან მოგება (17:12) და პორტუგალიასთან მარცხი (23:24) მოჰყვა. ამ შედეგების წყალობით, ფიჯის ნაკრებმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც ხსენებულ ინგლისთან 24:30 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

BREAKING: Fiji's agonising loss to England was his final game in charge. #ENGvFIJ #RWC2023

Posted by RugbyPass on Tuesday, October 17, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები